პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა. ახალი 6-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.
მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ილონა თოდუა, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, თეა ძიმისტარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტისთვის ახლა წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ იმ 50- კაციანი სიიდან, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა. 20 კანდიდატიდან კი პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.