logo_geo
eng_logo
ბაბუამ შვილიშვილის დასახმარებლად ფონდიდან გადარიცხული თანხა უკანონოდ მიითვისა
- +

10 იანვარი. 2020. 22:24

 

“დედების ფონდმა” უზენაეს სასამართლოში დავა მოიგო, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ფონდის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე მოპასუხე მხარე გახლდათ, გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა, არჩილ ზაალიშვილი, რომელმაც შვილიშვილის დასახმარებლად ფონდის მიერ გადარიცხული თანხა უკანონოდ მიითვისა.


როგორც “დედების ფონდის” დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური აცხადებს, არჩილ ზაალიშვილმა მისი შვილიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ჩარიცხული თანხა მიითვისა და ფონდს უკან არ დაუბრუნდა 130 000 (ასოცდაათიათასი) ლარი, როცა მისი შვილიშვილისთვის შეგროვილი თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა.



​სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელი მხარის არგუმენტაცია და დაადგინა რომ უსაფუძვლო გამდიდრებით დაეუფლა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ჩარიცხულ თანხებს.



"არსებობს ორი კანონიკური და ამქვეყნიური სამართალი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ორივე, მორალური და სამართლებრივი შეხედულებით არჩილ ზაალიშვილს არ ჰქონდა უფლება მომაკვდავი ბავშვის (შვილიშვილის) ხალხის მიერ შეგროვებული თანხა მიესაკუთრებინა.

 

დღემდე ისე გააკეთა ამ ადამიანმა, რომ საკუთარი ანგარიშებიდან გააქრო შემოსავლები, უძრავი ქონება, რათა არ მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

მოგეხსენებათ, უამრავი ბავშვია, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია და არ შესწევთ მატერიალური შესაძლებლობა, რომ გადარჩნენ.” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

 

“დედების ფონდის” დამაარსებლის ვიკა ჩიმჩიურის განცხადებით, ანასტასია ზაალიშვილს ოთხი წლის წინ, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ის სწორედ ფონდის მიერ თანხის გადარიცხვის შემდეგ გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში.

 

დაახლოებით 4 წლის წინ, როცა ფონდი ახალი შექმნილი იყო, ერთ-ერთმა ოჯახმა მოგვმართა დახმარების თხოვნით, რომლის შვილსაც, ანასტასია ზაალიშვილს, მე 4 სტადია ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.


საქართველოში ოჯახს უთხრეს რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, თუმცა მშობლებს ბავშვის გადაყვანა სურდათ თურქეთში სამკურნალოდ…მაგრამ მათ არაფერი გააჩნდათ ამისთვის…

 

სწორედ მაშინ, "დედების ფონდმა", ასი ათასობით დედასთან ერთად მთელი საქართველო გავაერთიანეთ, ანასტასიას ამბით მთელი ქვეყანა შევძარით და ეს ტკივილი ყველა ადამიანის გულამდე მივიტანეთ… ამ შრომის შედეგად, რამდენიმე დღეში 150 000 ლარამდე თანხის შეგროვება შევძელით…

 

ვინაიდან ბავშვი შუა ღამეს გადააფრინეს სპეც რეისით, "დედების ფონდს" 1 წამითაც არ დაუყოვნებია ოჯახისთვის თანხის მიცემა, ჩვენი ინტერესი იყო რომ ბავშვი არ დაზარალებულიყო, ვინაიდან კლინიკას შესაძლოა თანხის უქმონლობის გამო ბავშვი არ მიეღო ან ა.შ, სწორედ ამიტომ იმ ღამით გადავრიცხეთ თანხა ოჯახის ანგარიშზე. (არ დავლოდებივართ ინვოისს, ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესები გამო).

 

სამწუხაროდ, ანასტასია ზაალიშვილი, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და მის მკურნალობას თანხა ვერ მოხმარდა. ბავშვის გადმოსვენების და კლინიკაში ყოფნის, რამდენიმედღიანი ხარჯი სრულად დაფარა ჯანდაცვის სამინისტრომ და სოლიდარობის ფონდმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ გადარიცხული თანხა ხელუხლებელი დარჩა..

 

ამ ამბის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავით, რომ ოჯახი კეთილსინდისიერად მოიქცეოდა და ამ თანხას სხვა ბავშვების გამოჯანმრთელებას შესწირავდა, თუმცა ყველა კეთილსინდისიერად არ იქცევა და ზაალიშვილების ოჯახმა თანხა დაიტოვა…

 

როცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ ბოლომდე გვებრძოლა სამართლიანობისთვის, რადგან სიმწრით შეკოწიწებული 150 000 ლარით დღეს ძალიან ბევრი ბავშვის გადარჩენა შეგვეძლო…

 

დავა მივიდა სასამართლომდე და "დედების ფონდმა" პირველ ინსტანციაში მოიგო საქმე, ზაალიშვილების ოჯახს დაეკისრათ თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა "დედების ფონდის" საჩივარი და ზაალიშვილებს დააკისრა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

 

დღეს კი, დადგა გადამწყვეტი დღე! სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ოჯახს კვლავ დააკისრა თანხის უკან დაბრუნება! სასამართლო თვლის, რომ ოჯახმა თანხა არამიზნობრივად გახარჯა, რადგან არანაირი საბუთი არ გააჩნიათ სად დაიხარჯა ამხელა თანხა. სასამართლოს გადაწყვეტილებით უპირატესობა ენიჭებათ იმ ბავშვებს, ვინც დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის და ეს თანხა უნდა მოხმარდეს ამ ბავშვების გამოჯანმრთელებას!” – აცხადებს ვიკა ჩიმჩიური.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner