უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად უკრაინის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გამოცხადებული სამძიმრისთვის მადლობას უხდის.
„უკრაინა და საქართველო ყოველთვის მხარდამხარ იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.