ლექტორი ზაზა სიამაშვილი კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„სიტყვა მეგობარზე და შეხსენება-შეძახილი ზოგიერთ ,,მინისტრს"! სულ არ ვაპირებდი ამ წერილის დაწერას... ბათუმში, ჩემს საყვარელ ქალაქში ვარ და საქმესთან ერთად, ვტკვბები ამ ქალაქის სიყვარულით... მაგრამ ეს რამდენიმე დღეა, რაღაც უგვანო და კრეტინული ხმები მომდის, აქა-იქ სოციალურ ქსელშიც წავაწყდი - ოქიტაშვილს კულტურის მინისტრად ნიშნავენო.... უნდა გამიხარდეს ხომ? რატომაც არა, მაგრამ.... აი ის დიდი ,,მაგრამ", რომელიც ჩრდილავს და გადაფარავს ყველაფერს... არ სჭირდება და არც დაჭირვებია ჩემს ძმაკაცს ეს თანამდებობა, ისე აკეთებდა და აკეთებს საქმეს... ჰო, მართლა, როგორ ამბობს ილია, - რიტორიკაში როგორ სწერიაო? ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს კაცმაო... ჩვენც ასე დავიწყოთ...
1996 წელს (!!!!) შევხვდი და გავიცანი ეს ჯიგარი... კარგად მახსოვს, სახელმწიფო კანცელარიაში ვმუშაობდი და ერთ დღესაც ვხედავ - შავტუხა ბიჭი, ცოცხალი და ენერგიული, უსაზღვროდ თბილი და მოსიყვარულე რომ გავიცანი... ისიც მახსოვს, თითქოს მრავალი წელი ვიცნობდიო და დიდხანს არ გვენახა ერთმანეთი... დანიშნეს ერთ განყოფილებაში და ისიც მახსოვს, აეშალა ზოგიერთს გონება და კუჭი - ,,ჩემს ოთახში, ჩემს მაგიდასთან დაჯდება, მე რა ვქნა..." უკაცრავად და, სულ ფეხებზე ეკიდა ოქიტას სკამიც და მაგიდაც, კაბინეტიც და ავეჯიც... აკეთებდა და აგვარებდა საქმეს ისე, როგორც ახლა აკეთებს ამას... 20 წელია ვიცნობ და ამ სტილს არ ღალატობს... როცა მავანი წინა ხელისუფლებასაც მშვენივარდ ეჟღურტულებოდა, დათო ოქიტაშვილს და მის ოჯახს მუქარა არ დაკლებია, - იცოდა ეს ვინმემ ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა??? შეუმჩნევია ვინმეს ეს???? არა!!! არც გაუგიათ!!! ამიტომ, - დაოკდით, დამშვიდდით!!! უდიდებულეს საქმეს მოკიდა ხელი და ეს მახარებს აგერ ლამის ერთი კვირაა, - კულტურას საკუთარი ტელემაუწყევბელი გაუჩნდება... ვის მოუვიდა ეს თასვში??? მხოლოდ მას, როგორც კულტურის დიდ ქომაგს და მოამაგეს... რამდენს ეხმარება, რამდენს უიოლებს სიცოცხლეს, ყოფას, ჩუქნის წლებს (და არა მხოლოდ!!!) კიდევ ბევრს დავწერ მომავალში და დაუფარავად და დაუსრულებლად ვისაუბრებ ჩემს შავ ოქროზე, - ოქიტ, მიაწექი, ძმაო!!!".