logo_geo
eng_logo
ვინსენტ რეი: მივესალმებით, საქართველოს კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან დაახლოებას
- +

11 იანვარი. 2020. 01:42

 

ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის  შედეგები, პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე შეაჯამეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი. 

ევროკავშირის ექსპერტები, მათ შორის ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ინტენსიურად მუშაობდნენ, როგორც კონკურენციის სააგენტოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ უწყებებთან. კერძოდ: საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე მომზადდა რეკომენდაციები და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის გაიმართა სემინარები.

სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ჩატარდა 40-ზე მეტი ტრენინგ კურსი, დარგობრივი მარეგულირებლებისთვის განხორციელდა საჭიროებებზე მორგებული სემინარები. კონკურენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისათვის ჩატარდა 30-ზე მეტი კონფერენცია და გამოიცა სახელმძღვანელო დოკუმენტები. პროექტის ხელშეწყობით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლობა გაძლიერდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ სტრუქტურებთან.

 

მივესალმებით, საქართველოს კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებას, რაც კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოებს და სარგებელს მოუტანს ბიზნესსა და მოქალაქეებს, მოუთმენლად ველით პარლამენტის მიერ ცვლილებების პროექტის დროულ დამტკიცებას”, - განაცხადა ვინსენტ რეიმ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

 

საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის -„საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, მიერ 100-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა და  არაერთი მნიშვნელოვანი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი გადაიდგა. მადლობა პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის. დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა არის ეფექტიანი, სრულყოფილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, რომელსაც წლების მანძილზე დაგროვებული ქეისების შედეგები განსაზღვრავს“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

 

შეხვედრაზე, პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, აურელიო ანტონიო ლა ტორემ და მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს პროექტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი და გზამკვლევი დოკუმენტი  - „სასამართლო კონტროლი კონკურენციის სამართლის სფეროში - ევროკავშირის პრაქტიკა“.

ღონისძიებას, 100-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner