logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ეს არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის
- +

11 იანვარი. 2020. 12:17

 

 

„მოსახლეობის შემოსავლებში მუდმივად იზრდება ფარმაცევტული საშუალების შეძენისთვის გაწეული ხარჯები და ეს არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„საქმე ის არის, რომ ჩვენ თუ მთლიან სტრუქტურას ავიღებთ, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ფარმაცია, ფარმაციას აქვს საკმაოდ მაღალი წილი, ვიდრე მოწინავე ქვეყნებში. იქ მკურნალობა-დიაგნოსტიკა-პრევენციაზე უფრო მეტი ხარჯი გაიწევა და მთავარი ყურადღება ამაზეა, ჩვენთან კი სუფთა კომერციული მომენტი შემოვიდა: შეიძინე წამალი, მიიღე და შედეგი ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, ბრუნვა გაიზარდოს. ვახსენე, რომ მოსახლეობის შემოსავლები იზრდება წლიდან წლამდე, მაგრამ, ბოლო წლების მიხედვით, ფარმაცევტული საშუალებების რეალიზაციის ტემპი, დაახლოებით, 1,6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შემოსავლების ზრდა. რა გამოდის? მოსახლეობის შემოსავლებში მუდმივად იზრდება ფარმაცევტული საშუალების შეძენისთვის გაწეული ხარჯები და ეს არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner