logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი: ირანისგან ველოდებით დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და ბოდიშის მოხდას
- +

11 იანვარი. 2020. 12:26

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებას, არამედ ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება.

 

„დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა. ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, ირანმა თავისი ბრალი აღიარა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“, - წერს ზელენსკი Facebook-ის გვერდზე.

 

შეგახსენებთ, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიეთ“ ჩამოაგდეს.

 

შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner