logo_geo
eng_logo
ჯასტინ ტრიუდო: ავიაკატასტროფის გამოძიების საკითხში კანადა ირანის ხელისუფლების მხრიდან სრულმასშტაბიან თანამშრომლობას ელოდება
- +

11 იანვარი. 2020. 14:28

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება კანადისთვის პრიორიტეტია.

 

„სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისთვის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას განვაგრძობთ. კანადის ხელისუფლება ირანის ხელისუფლების მხრიდან სრულმასშტაბიან თანამშრომლობას ელოდება“, - განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

 

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

 

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, მათ შორის 70-ზე მეტი კანადის მოქალაქე იყო. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner