logo_geo
eng_logo
საფრანგეთის მთავრობამ შესაძლოა საპენსიო რეფორმა შეაჩეროს
- +

11 იანვარი. 2020. 22:30

 

 

საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა საპენსიო რეფორმაზე დროებით უარი თქვას. ფრანგული მედია ამ თემზე ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით წერს, რომელმაც საპენსიო რეფორმის საკითხზე პროფკავშირების წარმომადგენლებს მიმართა.

 

რეფორმის შედეგად საპენსიო ასაკის 64 წლამდე გადაწევა მოხდა. მოსალოდნელია რომ ახალი კანონპროექტი პარლამენტმა 2020 წლის თებერვალში განიხილოს.

 

საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ რომ საფრანგეთის ხელისუფლება ადამიანებს აიძულებენ რომ პენსიაზე 62 წლის ნაცვლად 64 ან 67 წლის ასაკში გავიდნენ. 

 

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. საპროტესტო აქციების გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, გაუქმებულია სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.

 

საყოველთაო გაფიცვების მიუხედავად, საფრანგეთის პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე აწია.

 

საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner