logo_geo
eng_logo
ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება
- +

12 იანვარი. 2020. 00:43

 

 

დღეს, ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) იმართება, რომელშიც "დინამო თბილისი" მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა. A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის "ბორუსია", ლევერკუზენის "ბაიერი" და "შალკე 04" იასპარეზებენ.

 

"მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს "დინამო თბილისის" სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს, უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

 

"დინამო თბილისის" ინფორმაციით, მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში მისულ ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს ფანები დახვდნენ. კახა კალაძემ სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ‪

 

„დინამო თბილისსა“ და ლევერკუზენის ბაიერს შორის მატჩი 20:45 საათზე დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner