logo_geo
eng_logo
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა
- +

11 ივნისი. 2016. 10:00


თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მე-5 განყოფილების საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარკინიგზო კონტროლის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1979წ. დაბადებული დილგამ ბ. დააკავეს.


დიგლამ ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner