მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე. კომისიამ ძალიან მკაფიო პოზიცია დაიკავა თავის რეკომენდაციებში. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში ამ საკითხზე პროგრესი მალე იქნება", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.