logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ძებნილი პირი დააკავა
- +

12 იანვარი. 2020. 13:51

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჭ., თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

 

სამართალდამცველთა დანახვისთანავე ზ.ჭ.-მ ჩაკეტა მანქანის კარებები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად მოახდინა პოლიციის მანქანებზე შეჯახება, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა.

 

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზ.ჭ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის და 187-ე მუხლის 1 ნაწილებით.

 

ბრალის წარდგენის შემდეგ კი, ზ.ჭ.-ს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

 

ზ.ჭ-ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 187-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner