ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა ევროკავშირის მიგრაციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
„მინისტერიალზე განიხილება ევროკავშირის პოზიცია ვიზა-ლიბერალიზაციის საგარეო ასპექტებთან მიმართებაში", - განაცხადა კლაას დიკჰოფმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებამდე აუცილებელია ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღება.