„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მუსიკალური კოლეჯი გავაკეთო“,- ამის შესახებ მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„თუ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც ვფიქრობ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მუსიკალური კოლეჯი გავაკეთო, სადაც კარგი პედაგოგები იქნებიან და ყველანაირ მუსიკალურ ჟანრს ასწავლიან. თავად შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ხალხურ სიმღერასაც ვსწავლობდი, გალობასაც... მერე უკვე მოგზაურობა დავიწყე. სხვა ქვეყნების კულტურა, მუსიკა შევისწავლე. ეს ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. მოგზაურობას არასდროს შევწყვეტ, რადგან ეს საუკეთესო „წიგნია“. ბედნიერი ვარ, რომ აღარ მეშინია იმის, სად დავრჩები, რა იქნება და როგორ იქნება. ეს შიშები ჩემს თავში უკვე დავძლიე“, - აღნიშნავს სალომე კორკოტაშვილი.