აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განაცხადა.
როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ხაჯიმბას რეზიდენციასთან, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. აფხაზეთში ვითარების დასარეგულირებლად ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ სურკოვი.
პარასკევს, აფხაზეთის ე.წ უმაღლესმა სასამართლომ, 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მოგვიანებით, განმეორებითი არჩევნები 22 მარტისთვის დაინიშნა. მასში მონაწილეობა ახალ კანდიდატებსაც შეუძლიათ.