კვირას ფილიპინებზე ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. ვულკანმა ფერფლი 1 კილომეტრის სიმაღლეზე გასტყორცნა. ხელისუფლებამ ახლოს მდებარე სამი საცხოვრებელი პუნქტიდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. საუბარია 80 ათასზე მეტ ადამიანზე. აღსანიშნავია, რომ ამ სამ ლოკაციაზე (სანტ-ნიკოლასი, ბალეტე და ტალისაი) 2015 წელს მოსახლეობა 22, 22 და 45 ათას ადამიანს შეადგენდა. ვუკანის ამოფრქვევის გამო განგაშის დონე ხუთბალიანი შკალიდან მესამემდეა გაზრდილი.