logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი: რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის
- +

13 იანვარი. 2020. 13:34

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის ასლან ბარციცის განცხადებით, რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

 

„რაულ ხაჯიბამ, როგორ აფხაზმა, როგორც პოლიტიკოსმა, ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. მან რთული პოლიტიკური გზა განვლო. ის 5 წლის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. პირველად მისი მმართველობის დროს შესრულდა ქვეყნის ბიუჯეტი. მის მიერ შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო. ჯერ ძალიან ადრეა მისი საქმიანობის შესაფასებლად“, - განაცხადა ასლან ბარციცმა.

 

მისივე თქმით, „ვერ ხედავს აზრს, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს“.

 

„მისი გადაგომა - გაწონასწორებული გადაწყვეტილებაა. ასეთი მამაცური ნაბიჯის შემდეგ, მიმაჩნია, გასაჩივრება არასწორი იქნებოდა. დაე, ისინი მოვიდნენ პოლიტიკაში, ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ხალხის გაერთიანება“, - განაცხადა ბარციცმა.

 

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner