logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა, ეს იქნება ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი
- +

11 ივნისი. 2016. 10:46


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2" შეჩერდა ან  შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი.



სამწუხაროდ, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დიდი თუ პატარა თემა ყოველთვის იწვევს ხელის გაშვერას ხან არსებული მთავრობისკენ, ხან ყოფილი მთავრობისკენ. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანრუსთავი 2"- დაებედა ასეთი ბედი და ეს დიდწილად შესაძლოა თავად მათი არჩევანია, რომ ასეთი მეპატრონეები თუ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა. თუ სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უბრალოდ, ვისურვებ, რომ ძალაში დარჩეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე თურუსთავი 2" შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ეს იქნება ვიღაც სხვის პოლიტიკური გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ თავად მოდავე მხარეები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner