logo_geo
eng_logo
სტაჟირებიდან გუნდის წევრობამდე - ცამეტმა ახალგაზრდამ პარლამენტის სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა
- +

13 იანვარი. 2020. 19:04

 

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა ცამეტ ახალგაზრდას, რომელთაგან ორ ყველაზე წარმატებულ სტაჟიორს პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.

 

სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა მოიცავდა: ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო კურსს, შუალედურ ტესტირებას, პარლამენტის სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობას, მენტორების შეფასებებს, პროექტის შექმნასა და დასკვნით ტესტირებას. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცა შესაბამისი კატეგორიის სერტიფიკატები.

 

სტაჟიორების უმეტესობას A კატეგორიის სერტიფიკატი გადაეცა. გივი მიქანაძის განცხადებით  ეს იმის დასტურია, რომ თითოეული მათგანი, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მსგავსად, სრულფასოვნად იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს.

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა ასევე ისაუბრა დისტანციური სტაჟირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს 10 თებერვლიდან შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება დისტანციურად გაიარონ პარლამენტის ორ სტრუქტურულ ერთეულში: ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

 

პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ომიაძემ ახალგაზრდებს მიულოცა სტაჟირების წარმატებით დასრულება და ხაზი გაუსვა 6 თვიანი პროგრამის მნიშვნელობას მათ კარიერული განვითარების გზაზე. ის ასევე მიესალმა პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალ მონაწილეებს და წარმატება უსურვა მათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner