logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ყველას ინტერესშია რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული
- +

29 თებერვალი. 2016. 01:13


„ყველას ინტერესშია რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად,ობიექტურად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული",-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ  განუცხადა.


"ყველას ინტერესშია ეს საქმე იყოს სწრაფად გამოძიებული,ობიექტურად და სრულყოფილად, არანაირი წინასწარი შეფასებები მოტივთან დაკავშირებით მე არ მიმაჩნია რომ არის მართებული, საჭირო არის ყველას მხრიდან ერთიანი განწყობა, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მოკლე დროში, ეს არის სასურველი, სრულყოფილად და ობიექტურად გაეცეს ყველა მთავარ კითხვას პასუხი. ჩვენ ყველას გვინდა რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული ეს არის ჩვენი ერთიანი პოზიცია."-განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner