სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით facebook-მომხმარებელი სოფო ხუნდაძე მიმართავს:
„105-ათასიანი მანქანის ყიდვა სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე - სირცხვილია, მაშინ როცა სახალხო დამცველი ხარ და ბავშვები ქუჩაში მათხოვრობენ, როცა ადამიანებს ვაგონებში სძინავთ, როცა მოხუცები ნაგვის ურნაში იქექებიან და ლოცულობენ, რომ გამხმარი პური იპოვონ შვილიშვილებისთვის", - წერს სოფო ხუნდაძე.