ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.