საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტარისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას სააკაშვილმა საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება მისცა.
კერძოდ, გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება სწორედ სააკაშვილისგან მიიღო.
„ აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ სააკაშვილის მხრიდან, ამისთვის მას დიდი მადლობა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუში, 20 ივნისის მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებას შს სამინისტრო შეისწავლის. სააკაშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მან საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება. გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება სწორედ სააკაშვილისგან მიიღო. აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ სააკაშვილის მხრიდან, ამისთვის მას დიდი მადლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.