logo_geo
eng_logo
თბილისში, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა
- +

13 იანვარი. 2020. 23:06

 

 

თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, დღეს, საქართველოს სახალხო არტისტ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობის შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა. 

 

ღონისძიება მსახიობის დაბადების დღეს გაიმართა. მაყურებელმა საიუბილეო საღამოზე მისი მონაწილეობით ფილმების ნაწყვეტები იხილა.

ვარსკვლავის გახსნის იდეა მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ცნობილ ქართველ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას ეკუთვნის. როგორც არიადნა შენგელაიას ოჯახის წევრები ამბობდნენ,  - ელდარის გარეშე, არიადნას დათანხმება გაჭირდებოდაო. 


მადლობა ყველას, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ამ საღამოსთვის. ჩემ საყვარელ საქართველოს და ქართველ ხალხს ძალიან დიდ ბედნიერებას და სიხარულს ვუსურვებ“, - განაცხადა არიადნა შენგელაიამ.

 

"ძალიან გახარებული ვარ, არიადნას ეკუთვნის ვარსკვლავი, მთელი თავისი შემოქმედებით, თავისი ცხოვრებით", - აცხადებს მსახიობის ყოფილი მეუღლე, რეჟისორი ელდარ შენგელაია.

 

"დიდი ვარსკვლავია არიადნა. ის საბჭოთა კინოს ნაღდი ვარსკვლავი იყო და ქართულ კინოში თავისი მოსვლით, ეშხი, სილამაზე, ნიჭიერება და მშვენიერება შემოიტანა", - განაცხადა მსახიობმა იმედო კახიანმა. 

 

არიადნა შენგელაიას სახალხო არტისტის წოდება 1979 წელს მიენიჭა. პირველი პრემია კიევის საკავშირო კინოფესტივალზე ტატიანა ლარინას როლის შესრულებისთვის (ფილმში „ევგენი ონეგინი“) მიიღო.

 

ქართულ კინოში მის მიერ შექმნილი სახეები დაუვიწყარია. მათ შორის აღსანიშნავია „შერეკილები“, „მთვარის მოტაცება“, „თეთრი ქარავანი“ და სხვა. 

 

https://imedinews.ge/ge/kultura/125466/tbilisshi-sakhalkho-artist-ariadna-shengelaias-varskvlavi-gaikhsna

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner