თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
„არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.