logo_geo
eng_logo
2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7 პროცენტით გაიზარდა
- +

14 იანვარი. 2020. 11:05

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.

 

„აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წელს, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 470 მილიონი დოლარით შემცირდა და 5, 291 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. 2018 წელს კი 46,1 პროცენტი იყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner