logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
- +

14 იანვარი. 2020. 14:35

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან საქართველოში, ჩანგ დაესუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ, კორეელს სტუმარს, პარლამენტის აპარატის სახელით მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის, რომლებიც კორეის მთავრობის მხარდაჭერით პარლამენტში განხორციელდა. საუბარი შეეხო 2019 წელს პარლამენტის საგამომცემლო სახლისთვის საბეჭდი მოწყობილობების შეძენას. შეხვედრაზე საქმეთა რწმუნებულის მიერ აღინიშნა, რომ საგამომცემლო სახლისთვის დამატებითი აპარატურის შესაძენად, კორეის მხარე პარლამენტთან თანამშრომლობას მომავალშიც განიხილავს.

 

 გივი მიქანაძემ და ჩანგ დაესუსიმ საქართველო-კორეის რესპუბლიკის პარლამენტების აპარატებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, ორი ქვეყანის საკანონმდებლო ორგანოსა და მათ შორის, პარლამენტის აპარატებს შორის თანამშრომლობის ფორმატები უკვე არსებობს. პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრაზე კორეელ სტუმარს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც ურთიერთ გაცვლით პროგრამებს და ვიზიტებს შეეხებოდა. გივი მიქანაძის განცხადებით, ორმხრივი ვიზიტები ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს კორეის რესპუბლიკის პარლამენტის საქმიანობას და ინოვაციურ პროექტებს გაეცნოს, კორეის მხარე კი საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გახსნა, დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროექტი და სხვა, ინფორმაციას გაეცნობა და სპეციალურ სერვისებს ადგილზე დაათვალიერებს.

 

ჩანგ დაესუსი პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner