logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

14 იანვარი. 2020. 14:41

 

საქართველოს პრეზიდენტმა გურიის ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

შეხვედრისას საუბარი რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარის ეკოლოგიას, ეკოსისტემასა და მათი შენარჩუნების ხერხებს შეეხო. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა და განვითარების სტრატეგიები.

 

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის დეცენტრალიზაციის კუთხით დაწყებული პროცესები დაჩქარებული ტემპით გაგრძელდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტმა გამოყო სამი პრობლემური საკითხი, რომელებიც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს: ტენდერების პროცესის მოქნილობა, რეგიონის დეცენტრალიზაცია და მიწის რეგისტრაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

 

„გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რომლებზე მუშაობასაც ჩემს ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან ერთად ვაპირებ. ეს პრობლემები არ ეხება მხოლოდ გურიის რეგიონს, არამედ საზოგადოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

 

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე,

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ბესიკ ტაბატაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ზაალ მამალაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner