logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მამუკა ხაზარაძე რას მიედ-მოედოს და რომელ ხავსს ჩამოეკიდოს, უკვე აღარ იცის
- +

14 იანვარი. 2020. 16:27

 

„ხაზარაძემ კარგად იცის, რომ თუ ოკუპაციის თემა დადგა და ეს ტრაგედია რომელიმე ქვეყანას შეექმნა, იქ ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

 

ვოლსკის შეფასებით, ხაზარაძე ანტისახელმწიფოებრივად იქცევა. მისივე თქმით, თუ რომელიმე ქვეყანამ აგრესია გადაწყვიტა, მას ამისთვის მოასფალტებული გზა არ სჭირდება.

 

„ხაზარაძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ის ანტისახელმწიფოებრივად იქცევა და თავადაც ძალიან კარგად იცის ეს. ოკუპაციის თემა თუ დადგა და ეს ტრაგედია თუ რომელიმე ქვეყანას შეექმნა, იქ ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ხაზარაძემ ესეც კარგად იცის და ისიც, რომ რუსულ კომპანიას კონსორციუმის საქმიანობაში ჩართვას სთავაზობდა. მან კარგად იცის, რომ პოლიტიკურ ფარდას ამოეფარა მაშინ, როდესაც სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი და დღეს ცდილობს, რომ რაღაც სკანდალური თემები წამოსწიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ კონკრეტულმა ქვეყანამ აგრესია გადაწყვიტა, მას ამისთვის არ სჭირდება მოასფალტებული გზა. მამუკა ხაზარაძე რას მიედ-მოედოს და რომელ ხავსს ჩამოეკიდოს, აღარ იცის უკვე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner