logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე: ამ „რუსულ“ პროექტს ADB და EBRD გვიფინანსებენ?
- +

14 იანვარი. 2020. 16:34

 

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 როგორც ექსპერტი წერს, ეს არის ძებნილი შლეგის „მესიჯბოქსის“ გადამღერება.

 

„დღეს მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ტანკების იოლად შემოსაყვანად შესაძლებლობას უჩენს... ძებნილი შლეგის „მესიჯბოქსის“ გადამღერება.

 

ახლა რა გამოდის ამ იაფფასიანი პოპულისტური გამონათქვამიდან? ის, რომ ამ „რუსულ“ პროექტს [მთლიანი ღირებულება $558,6 მილიონი] გვიფინანსებენ აზიის განვითარების ბანკი [ADB, $415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD, $60-მილიონიან სესხს გამოყოფს]? 83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განსახლების საკითხებისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ „TBC ბანკის“ აქციონერთა შორის, ასევე, არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით.

 

მებადება შეკითხვა: უწინ, „ანაკლიის კონსორციუმის“ პოტენციურ ინვესტორებსაც ასეთი ჩამოშლილი გზავნილებით ესაუბრებოდა?

 

და რუსეთს, ღმერთმა დაგვიფაროს და, აქ შემოსვლა რომ მოეპრიანოს, ტანკების გარდა, არაფერი აქვს შეიარაღებაში? და რომც მხოლოდ ტანკებით მოუნდეს შემოსვლა, ამჟამინდელ გზაზეც ვერ შემოგორდება? ბატონ ხაზარაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს „ლეიბ-გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკის, პიპინია ერისთავის“' სამხედრო სტრატეგიების ეპოქიდან“, - წერს გია აბაშიძე.

 

ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner