ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მგონი, სააკაშვილს და ხაზარაძეს ერთი ტიპი უწერს ტექსტებს, მაგრამ ხაზარაძემ ანაკლიის პორტიდან მიუღებელი 50 მილიონი მაინც ჩააკვეხა (ბანკირი მაინც ბანკირია).
2019 წლის 16 აგვისტო: - „ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100 % პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
2020 წლის 14 იანვარი: - „ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიარდს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ,“ - განაცხადა ხაზარაძემ“, - წერს გაბრიჭიძე.