logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს, რათა ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების პრევენცია მოახდინოს
- +

14 იანვარი. 2020. 18:26

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს, რათა ოკუპაციას თანმდევი მძიმე შედეგების პრევენცია მოახდინოს.

 

„საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს, რათა ის მძიმე შედეგები, რაც ზოგადად ოკუპაციას მოჰყვება, მოახდინოს მეტ-ნაკლებად მისი პრევენცია. ეს ფაქტიც წარმოადგენს ოკუპაციის მძიმე შედეგს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რომელიც აუცილებლად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სიტუაციის გაუმჯობესებას გამოიწვევს. მთავარია შევძლოთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოვახდინოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეშვება, რომელიც, რა თქმა უნდა, პრევენციულად მოახდენს შესაბამის გავლენას ამ მძიმე შედეგებზე, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner