logo_geo
eng_logo
მზია თამაზაშვილი: მსოფლიო კრებაში საქართველო არ მონაწილეობს!
- +

11 ივნისი. 2016. 11:36


ზია თამაზავილი სოციალურ ქსელში ეხმიანება წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.


 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

ღმერთო, გაგვაძლიერე!

წელიწადზე მეტია, ამ დღეს ველოდი; მას შემდეგ, რაც პატრიარქმა განაცხადა, რომ 2016 წელს ჩატარდება მსოფლიო კრება და , თუ ჩვენ არ მიგვიღებენ ჩვენთვის მისაღები პოზიციის დაცვით, მაშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებსო.

და, აი, დღეს მოვიდა ის დღე: მსოფლიო კრებაში საქართველო არ მონაწილეობს!

მადლობა უფალს! მადლობა უწმინდესს!

წრე დავიწროვდა, ჩვენმა სავალმა გზამაც უკვე მოიზღუდა თავი თვისი მტკიცედ...

უფალო, გაგვაძლიერე!

ახლა ის დროა, ლოცვა გავაძლიეროთ, მეტი ვილოცოთ.. ამას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვეუბნები...

მამა სოგრატი გარდაიცვალა, ამაღლებას, და საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს საუკუნეების წინ ანტიქრისტიანულად შერაცხილ მერვე მსოფლიო საკლესიო კრებაში...

უფალო, გაგვაძლიერე!

უფალო, ამაღლების გზით ატარე ჩვენი ქვეყანა,- წილხვდომილი ღვთისმშობელისა..." -  წერს ზია თამაზავილიfacebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner