logo_geo
eng_logo
თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
- +

14 იანვარი. 2020. 18:27

 

საქართველოს სახალხო არტისტს, „ხელოვნების ქურუმ“ თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

 

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდას, რუსთავის მერი სახლში ესტუმრა და მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რომელიც მას ქართული სასცენო ხელოვნების და რუსთავის თეატრის განვითარებისთვის აქვს გაწეული.

 

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ თენგიზ არჩვაძე რუსთავის თეატრის პირველი დასის წარმომადგენელია და რუსთავისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც არის, რადგან სწორედ თენგიზ არჩვაძე ასრულებს მთავარ როლს ფილმში – „კეთილი ადამიანები“, რომელიც უკვე ბევრი ათეული წელია, რაც ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაა ქცეული. რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი 1967 წელს, ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის თაოსნობით დაარსდა. რუსთავის თეატრის დასის წევრები იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, რევაზ ხობუა, ია ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner