logo_geo
eng_logo
2020 წლიდან „ეკოსერვის ჯგუფი“ თბილისში მცენარეული საფარის მკურნალობაზე იზრუნებს
- +

14 იანვარი. 2020. 19:42


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში მცენარეული საფარის დაავადებების კვლევას და მკურნალობას უზრუნველყოფს. ასევე, ზრუნავს სანერგე მეურნეობის განვითარებაზე, რომელიც მომავალში დედაქალაქს უზრუნველყოფს ადგილობრივი ადაპტირებული მწვანე ნარგაობით.


როგორც "რეპორტიორს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ​შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მერიამ 2018 წელს დააარსა, კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო თბილისის პარკების, გამწვანებული ტერიტორიების, შადრევნებისა და სასმელი წყლის სოკოების მოვლა-პატრონობა, ასევე, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება და დაავადებული მცენარეების სანიტარული ჭრაა.

 

"დღევანდელი გადმოსახედიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის შექმნამ არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობის ხარისხი თვისობრივად გააუმჯობესა. ამასთან, მერიას მიეცა საშუალება „ეკოსერვის ჯგუფის“ მეშვეობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცენდენტო მასშტაბების გამწვანების პროექტები განეხორციელებინა", - აცხადებენ მერიაში.

 

მათივე ინფორმაციით, კომპანია განაგრძობს ინტენსიურ განვითარებას ქალაქში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც პროფესიული, ასევე მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner