მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვაში აბსოლუტური უმრავლესობით ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა გაიმარჯვა.
,,ქართველ ჰალკთად” წოდებულ მსოფლიოს მრავლგზის ჩემპიონს და 2019 წელს ყველაზე პრესტიული ტურნირის ტოპ 8-ის ჩემპიონს მხარი გამოკითხვაში 12864 ადამიანმა დაუჭირა. ეს კი ხმების 98% პროცენტს შეადგენდა.
გულშემატკივართა გამოკითხვაში მე-2 ადგილი ლიეტუველმა მინდაუგას ტარასაიტისმა მოიპოვა. მას მხარდაჭერა 174 ადამიანმა გამოუცხადა, რაც პროცენტულად სულ რაღაც 1.33 % გახლდათ. დანარჩენი ხმები ექვსს მკლავჭიდელზე გადანაწილდა.
ლევან საგინაშვილმა 2019 წელი ბრწყინვალედ დაასრულა. მან ტოპ 8-ის ფინალში რუსი სპორტსმენი ვიტალი ლალეტინი უშანსოდ 6:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
წყარო: sporter.ge