logo_geo
eng_logo
ბაკურიანში, წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს
- +

14 იანვარი. 2020. 21:06


 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინეს.

 

უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე განხორციელდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს ცენტრალური მაგისტრალიდან. ობიექტების საბოლოო დადგენის შემდეგ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner