logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე კასპის გამგეობის სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს
- +

11 ივნისი. 2016. 11:41


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი თეიმურაზ შაქარაშვილის დააკავა.



საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თეიმურაზ შაქარაშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი, სანაცვლოდ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამდიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ, ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად.



თეიმურაზ შაქარაშვილმა, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა. ბრალდებული დაკავებულ იქნა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner