ცნობილმა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, წლევანდელ შობის ღამეს სამების ტაძარში არ იგალობა, მიზეზი კონკრეტულ საკითხზე მისი პოზიციაა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, თამარ ჭოხონელიძემ 2019 წლის 17 მაისს, არც საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. მომღერლის განმარტებით, ის ჰომოფობიის წინააღმდეგია და სადაც დაპირისპირებაა, იქ არ იქნება.
მისივე თქმით, საპატრიარქოდან მოითხოვეს მას ბოდიში მოეხადა, რაზეც უარი თქვა.
„ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება და შვილებმა „ფეისბუქიც“ გამიუქმეს. ცდილობენ, არაფერი წავიკითხო, მაგრამ მაინც მოდის ჩემამდე ეს ამბები და ვღელავ. ეტყობა, ახლა არ უნდოდა ჩემი წაყვანა უფალს და გადავრჩი“,-ამბობს თამარ ჭოხონელიძე.
ზაფხულში მომღერალმა თირკმელზე ოპერაცია გადაიტანა. ამის შესახებ მან ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.
"ხუთჯერ გამიკეთეს ნარკოზი. მთელი 7 თვე ძალიან ცუდად ვიყავი. 25 ოქტომბერს და ბოლოს კიდევ 21 ნოემბერს გამიკეთეს ოპერაციები. ლამის თირკმელი დავკარგე. სეფსისი განვითარდა და ურთულესი მდგომარეობა მქონდა“, - აცხადებს იგი.