logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა დუმას რუსეთის პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა შესთავაზა
- +

15 იანვარი. 2020. 22:06

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსს, მიხაილ მიშუსტინს შესთავაზა.

 

ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა სამუშაო შეხვედრა გამართა მიხაილ მიშუსტინთან და მას პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა მიშუსტინის კანდიდატურა სახელმწიფო დუმას შესთავაზა“, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დღეს მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner