logo_geo
eng_logo
ირანის სამთავრობო არხის ჟურნალისტებმა ტელემაყურებელს ბოდიში მოუხადეს
- +

15 იანვარი. 2020. 22:21

 

 

ირანში სამთავრობო არხ IRIB-ის ორმა ტელეწამყვანმა საკუთარი თანამდებობები დატოვეს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს იმის გამო, რომ 13 წლის განმავლობაში ცრუ, პროპაგანდისტულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამის შესახებ წერს FOX NEWS-ში.

 

როგორც ჩანს, ჟურნალისტების გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა უკრაინული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოგდება ირანული არმიის მიერ და ის რეპრესიული სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც გატარდა მშვიდობიანი მოქალაქეები მიმართ უსაფრთხოების სამსახურების მიერ.

 

ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი ხალხი მოკლეს. მაპატიეთ, რომ ამის შესახებ გვიან გავიგე, მომიტევეტ იმისთვის რომ 13 წლის მანძილზე ტყუილებს გიყვებოდით“ , - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა ცნობილმა ჟურნალისტმა.

 

დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიმიღეთ წამყვანად დღემდე. არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში.მაპატიეთ“ ,- განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა ზაჰრა ხატამიმ.

 

წამყვანმა, საბა რადმა განაცხადა: გმადლობთ, რომ ჩემი კარიერის, მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ვაცხადებ, რომ IRIB -ში მუშაობის 21 წლის შემდეგ, არ შემიძლია, მედიაში მუშაობა გავაგრძელო. არ შემიძლია“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner