მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე, “ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრემიერებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის პრმეიერ-მინისტრობისთვის შესაფერისი კანდიდატურაა.
“ეს გადაწყვეტილება სამთავორობო გუნდმა უნდა მიიღოს. მე პარტიის წევრი არ გახლავრთ, გუნდის წევრი ვარ. იმას, რასაც არჩევნებსა და ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით პარტია გადაწყვეტს, მოვისმენ და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ბატონ ბიძინას ვეებერთელა გამოცდილება აქვს. მაგალითად, საბრძოლო, პრაქტიკული. ის იყო პრემიერი, არის პარტიის ხელმძღვანელი და გუნდის უფროსი. მას ცხორებისეული გამოცდილებაც აქვს“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია უახლოეს მომავალში დატოვებს. აღნიშნულ პოსტს, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.