სტივენ პოლ ჯობსი, ცნობილი, როგორც სტივ ჯობსი, კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელია. იგი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში. ჯობსი იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. იგი 2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეასის სიმსივნისგან გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან პალატაში უკანასკნელი სიტყვები დატოვა.
„მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება - ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის იქით ცოტა რამ თუ მაბედნიერებს. და საერთოდ, სიმდიდრე - ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რასაც შევეჩვიე.
ვწევარ საავადმყოფოს ლოგინზე და მთელ ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა კი მივხვდი, რომ იმ სიმდიდრემ, რომელითაც ასე ვამაყობდი, ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა, რადგანაც სიკვდილი მომიახლოვდა...
როდესაც მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც აპარატიდან მოდის და მისთვის დამახასიათებელ მექანიკურ ხმას ვუსმენ, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა როდესაც საკმარისად გვაქვს ფული, დროა, დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან არანაირ კავშირში არაა...
ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია. შეიძლება ზოგიერთისთვის ეს ურთიერთობებია, სხვებისთვის კი - ხელოვნება, ან ბავშვობის ოცნებები...
სახელის მოხვეჭისკენ ან ფულისკენ სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად ხდის. ეს მეც დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რათა საყვარელი ადამიანებისთვის გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს...
სიმდიდრეს, რომელიც მე ცხოვრებაში მოვიხვეჭე, თან ვერ წავიღებ. ყველაფერი, რასაც თან წავიღებ - ეს მხოლოდ მოგონებებია, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული. აი, ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გსდევდეთ, გაძლევდეთ წინსვლის ძალას.
სიყვარულს ყველაფრის დაძლევა შეუძლია. ცხოვრებას საზღვრები არ გააჩნია. მიაღწიეთ მწვერვალებს, რისი მიღწევაც გსურთ. წადით იქ, სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენს ხელშია.
ბევრი ფულით თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ადამიანები, რომლებიც ყველგან წაგიყვანენ, სამსახურში ან სახლში ყველაფერს გაგიმზადებენ. მაგრამ არავინ აიღებს საკუთარ თავზე თქვენს ავადმყოფობებს.
მატერიალური საგნები, რომლებსაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ, კიდევ შეიძლევა ვიპოვოთ, გამოვიმუშავოთ. მაგრამ არის ერთი რამ, რომლის დაკარგვის შემდეგაც, მას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ეს ცხოვრებაა.
არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. თქვენ ყველას დაგიდგებათ ის დღე, როდესაც ფარდა ქვემოთ დაიწევს...
თქვენი სიმდიდრე - ოჯახის წევრებისადმი, მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი სიყვარულია...
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. გაუფრთხილდით სხვებს..."