logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ეროვნული ავიაკომპანიის თანამშრომლებმა 4-დღიანი გაფიცვა დაიწყეს
- +

11 ივნისი. 2016. 12:32


„BBC"-ს ცნობით, საფრანგეთში ეროვნული ავიაკომპანიის თანამშრომლებმა 4-დღიანი გაფიცვა დაიწყეს. დღეს Air France-მა ფრენების 30% გადადო. რეისების უმეტესობა ქვეყნის იმ ნაწილებში გაუქმდა, რომლებიც „ევრო-2016"-ის ფარგლებში მატჩებს უმასპინძლებს.



მფრინავები ქვეყნის ხელისუფლებას შრომით კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას სთხოვენ, რომლის თანახმადაც, დასაქმებისა და სამსახურიდან გაშვების პროცედურები საგრძნობლად მარტივდება.



დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის გამო პარიზიდან ნაგავს ოთხშაბათამდე არ გაიტანენ. რკინიგზის სამსახურის თანამშრომლები 9-დღიანი პროტესტის შემდეგ სამუშაო ადგილებს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner