logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭოს გენპროკურორობის კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა
- +

16 იანვარი. 2020. 22:07

 

საპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ხუთი  კანდიდატი წარედგინა.

 

 იურისტ დავით ზირაქაშვილის  კანდიდატურას,  გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე,  რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.   

 

იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის  კანდიდატურა  საპროკურორო საბჭოს  ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა.

 

ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი   კობა კობახიძე  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.

 

ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი   დარიკო თორდია - სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.

 

ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი კი საპროკურორო საბჭოს  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა.

 

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის  14 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე  http://pc.gov.ge/    აიტვირთება.

 

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner