"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.
კერძოდ, გამოკითხულთა 31% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% - ძალიან კარგად აფასებს, 32% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად - 17%, საშუალოდ - 34%, ცუდად - 24%, ძალიან ცუდად - 10%, 10%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% - კარგად, 30% - საშუალოდ, 25% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად, კითხვაზე არ უპასუხა 20%-მა.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად 8%, საშუალოდ 31%, ცუდად - 34%, ძალიან ცუდად - 20%, 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.