„C“ ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს:
„უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდაოა. ციხეებში ჰყავდათ 25.000-მდე პატიმარი და აქედან ნახევარი ,,C” ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და „სიკვდილის“ რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდე მიაღწია და ჭიაბერაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და არაადექვატური მკურნალობის ვერდიქტი გამოუტანეს, დარღვევები სისტემური იყო!“ - წერს გიორგი ვოლსკი.