logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო
- +

17 იანვარი. 2020. 10:35

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე სენატორებმა ფიცი დადეს.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო.

 

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner