თაკო ჩარკვიანი ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვას ეხმიანება და კომპანია „GIG"-ს მოუწოდებს მაღაროს მუშების მოთხოვნები დროულად დააკმაყოფილოს:
„მეშახტეების ამ მდგომარეობამდე მიყვანა შეიძლება? ეს ხომ ქვეყნის სირცხვილია! დიდი სირცხვილი. რაღაც გააკეთეთ, განა რას ითხოვს ეს ხალხი? რაც ეკუთვნით იმაზე ბევრად ნაკლებს. ხომ ასეა? ხოდა დროულად მოაგვარეთ ეს პრობლემა, თორემ უკვე გაოგნებულები ვსხედვართ ტელევიზორებთან ადამიანები. ივსება მომინების ფიალა, ივსება!"- აღნიშნავს ჩარკვიანი.